logo
ENG



კასიანოვი: 33-მა ქართველმა გმირმა გაწირა სიცოცხლე, ისინი უკრაინის ნამდვილი გმირები არიან

06 დეკ 202213:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/06/wj0pg4yqkewu7u9.jpg

დღეს უკრაინელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისთვის ქართველი მოხალისეები იბრძვიან. ისინი იბრძვიან არამხოლოდ ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა შეიარაღებულ ფორმირებებში და ისინი დღესაც სრულუფლებიანად აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს.

სამწუხაროდ, დღე ეს დღესასწაული მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მოხალისეების გარდაცვალებამ დაჩრდილა. ესენი არიან ავთო რურუა, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია. ჩვენ თავებს ვიხრით მათ წინაშე და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს.

სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული აგრესიის შედეგად 33-მა ქართველმა გმირმა უკვე გაწირა სიცოცხლე ჩვენი საერთო მტრისგან უკრაინისა და საქართველოს დასაცავად.

ჩვენთვის ისინი უკრაინის ნამდვილი გმირები არიან და მათი ხსოვნა დარჩება მილიონობით უკრაინელის გულში.


close დახურვა