logo
ENG



კასიანოვი: არ გაგვიკვირდა კობახიძის განცხადება, რომელმაც სკამი დაუთმო დუმის უვარგის დეპუტატს

24 თებ 202316:04
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებები არ აკვირვებს. კასიანოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიროსიის ათასობიტ კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

"სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსად უწოდებს, მაგრამ ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს. თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლებო მონუმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლების პოლიტიკას", - თქვა კასიანოვმა.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის ზოგიერთი დეპუტატი აგრძელებს "რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეებია სისხლზე".

"ასეთ დივანის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს", - აღნიშნა კასიანოვმა.


close დახურვა