უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ახალი ელჩის დანიშვნის პროცესი, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვლისთვის დასრულდება.
"საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა, რომლის შედეგებს ჩვენ ყველა ერთად გავიგებთ უკრაინის პრეზიდენტის ღია ბრძანებიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია კალენდარული და ფინანსური წლის დასასრული, რაც უკრაინაში უკიდურესად მძიმე ვითარების პირობებში დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების მოსამზადებლად. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი დასრულდება 2023 წლის თებერვლის დასაწყისში", - თქვა კასიანოვმა ბრიფინგზე.
მარტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. ივნისში კი თანამდებობიდან გაათავისუფლა.