კასპიდან გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცი მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას კაცის ოჯახმა დაუდასტურა.
27 წლის ბექა რევაზიშვილი 6 აგვისტოს გაუჩინარდა. ახლობლების ცნობით, ის სახლიდან 13:00 საათზე გავიდა და არ დაბრუნებულა. გარდაცვლილი სოფელ გომში ცხოვრობდა.