კასპის რაიონში მგლების ხროვამ ცხვრის ფარა გაანადგურა.
მგლებმა ერთ-ერთი ოჯახის 150-მდე ცხვარი დაგლიჯეს. დაზარალებული ოჯახი ზარალის ანაზღაურებს ითხოვს და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს.
"სამსახურში ვიყავი, რომ დამირეკეს, ცხვარი არ არისო. ამოვედი და გზაზე იყო გაშლილი ცხვარი. ასობი იყო, აღარაფერი არ არის"- ამბობს დაზარალებული ფერმერი.