logo
ENG



კასპში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს მოზარდის ცემისკენ მოუწოდებდა

27 ივნ 202319:45
3 წუთის საკითხავი
 
კასპში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს მოზარდის ცემისკენ მოუწოდებდა

კასპის სოფელ ფერმაში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს მოზარდის ცემისკენ მოუწოდებდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 26 ივნისს მოზარდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შესახებაც ერთ-ერთის მამამ გაიგო და შვილს მეორე არასრულწლოვნის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის-რ.ი.-სთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა