logo
ENG



კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გზა გადაკეტეს

11 ნოე 201916:24
3 წუთის საკითხავი
 
qgofnpk9fux59xt.png

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გზა გადაკეტეს.  აქცია მათ ხერონას პროვინციაში იმ ადგილას მოაწყეს, საიდანაც საფრანგეთის ტერიტორია იწყება. დემონსტრაციისას პარალიზებული იყო ცენტრალური მაგისტრალი.

ესპანეთში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შემდეგ, კატალონიაში გამოსვლების ახალ ტალღას აანონსებენ.  ესპანეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ  მოძრაობა „დემოკრატიული ცუნამი“ რომელიც კატალონიაში გამოსვლების უკან დგას, შესაძლოა ტერორისტული ხასიათის დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

 


close დახურვა