logo
ENG



კატარი უკრაინას 100 მილიონ დოლარს გადასცემს

28 ივლ 202318:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/dsmde9jlry7g3ur.jpg

კატარი უკრაინას 100 მილიონ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ კატარის პრემიერმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჟასმინ ალ თანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიჰალთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ვაფასებთ, რომ კიევს იმ დღეებში ეწვიეთ, როცა რუსეთი ნეო-კოლონისტურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი და მტკიცებულებაა იმისა, რომ თქვენი ქვეყანა სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას", - ამბობს უკრაინის პრემიერი.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კატარის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული თანხა ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამასთან, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.


close დახურვა