logo
ENG



კატარში მსოფლიო თასის გაშუქებისას ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

10 დეკ 202211:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/10/26roqcxtht7v6sh.jpg

ამერიკელი ჟურნალისტი გრანტ უოლი კატარში მსოფლიო თასის გაშუქებისას გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, არგენტინა-ნიდერლანდების თამაშის დროს სტადიონზე მას გულის შეტევა დაემართა.

უოლი 49 წლის იყო და CBS Sports-ისთვის მუშაობდა. ის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთის ჟურნალისტი იყო.

"აშშ-ის ფეხბურთის მთელ ოჯახს გული სტკივა იმის გაგებით, რომ ჩვენ დავკარგეთ გრანტ უოლი", - წერს აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია.

The Guardian წერს, რომ უოლი პრესისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო, როდესაც მატჩის დამატებით დროში გონება დაკარგა და გარშემომყოფებმა ექიმები გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ჯგუფმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა, თამაშის დასრულების შემდეგ კი ის ადგილიდან გაიყვანეს.

უოლი მსოფლიო თასზე ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გახსნით მატჩზე, აჰმად ბინ ალის სტადიონზე დაცვამ ის ცისარტყელას გამოსახულებიანი მაისურის ტარებისთვის დააყოვნა. ჟურნალისტმა განმარტა, რომ მაისური ლგბტ+ თემის მხარდასაჭერად ეცვა.

ორშაბათს მან დაწერა, რომ თავი შეუძლოდ იგრძნო და კლინიკას ეწვია.


close დახურვა