ფრაგული კინოს ვარსკვლავი კეტრინ დენევი საავადმყოფოში მოხვდა. გავრცელებული ცნობით, მსახიობის მდგომარეობა მძიმეა და ინტენსიური გამოკვლევები უტარდება.
76 წლის დენევის ავადმყოფობის მიზეზი არ სახელდება. ის შეუძლოდ 5 ნოემბერს გახდა და პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლოს ის საზოგადოების წინაშე ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდა. ამჟამად მსახიობი მანუელ ბერკოს დრამაზე მუშაობს, რომელსაც პარიზში იღებენ.