logo
ENG



კაშხლის აფეთქების მძიმე შედეგები ხერსონის ოლქში

06 ივნ 202320:01
3 წუთის საკითხავი
 

დანგრეული და დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობა ამ დრომდე გამოჰყავთ, უკრაინელი მაშველები და პოლიცია ნავებით გადაადგილდება და რისკის ზონაში დარჩენილებს ეძებს. ნოვა კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გამოთავისუფლებულმა წყალმა ქალაქში მდებარე ზოოპარკი დატბორა, გაიტაცა ცხოველები. ოკუპანტების მიერ გამოწვეულ ეკო-კატასტროფას ემატება ისიც, რომ კახოვკის ჰესის ნგრევა საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.


close დახურვა