logo
ENG



კაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას ხევში გადავარდა, დღეს გარდაიცვალა

02 ივნ 202121:24
3 წუთის საკითხავი
 
კაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას ხევში გადავარდა, დღეს გარდაიცვალა

გალის რაიონში მცხოვრები გოჩა კორსანტია, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ მუჟავასთან ხევში გადავარდა, დღეს გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას ევექსის კლინიკების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოჩა კორსანტია დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოჰყავდათ სამკურნალოდ, რა დროსაც მას გული გაუჩერდა.

მათი ინფორმაციით, პაციენტის თბილისში გადმოყვანა ოჯახის მოთხოვნით ხდებოდა.

გოჩა კორსანტია 24 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლისას ის ხევში გადავარდა. კორსანტიას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.


close დახურვა