logo
ENG



კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, თხილის სატეხით დაზიანება მიაყენეს, გარდაიცვალა

12 სექ 202018:22
3 წუთის საკითხავი
 
jrd4jd7ts9i0sz1.jpg

შუახნის კაცი, რომელსაც ზუგდიდში, თავის არეში, სავარაუდოდ, თხილის სატეხით დაზიანება მიაყენეს, გუშინ 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.

 

 


close დახურვა