logo
ENG



კაცი გერზე 3 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, მას 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

23 ოქტ 202111:48
3 წუთის საკითხავი
clock 1173
კაცი გერზე 3 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, მას 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლამდე ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის პირს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლიდან 2020 წლამდე ბრალდებული გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა, ასევე, ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება.


close დახურვა