ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, თავის დაწვა სცადა. მას ამის საშუალება მეზობლებმა არ მისცეს.
თამაზ გრატიაშვილი ამბობს, რომ პოლიციელები მასზე ზეწოლას ახდენენ, ეს კი იმის გამო ხდება, რომ დაკავების დროს ძალადობის გამო მან გენერალურ ინსპექციას მიმართა.
გრატიაშვილი ხულიგნობის ბრალდებით ივნისში დააკავეს. მისი თქმით, დაკავების დროს სამართალდამცველებმა ის სცემეს, რის შემდეგაც გენერალურ ინსპექციას მიმართა. ის ამბობს, რომ ემუქრებიან და სარჩელის გამოტანას სთხოვენ. გრატიაშვილი პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.