logo
ENG



კაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხმაურის გამო გამოსული 2 მეზობელი დაჭრა

16 ივლ 202112:59
3 წუთის საკითხავი
 
კაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხმაურის გამო გამოსული 2 მეზობელი დაჭრა

კაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხმაურის გამო გამოსული 2 მეზობელი კი ბასრი საგნით დაჭრა. 

შემთხვევა თელავში მოხდა.

შსს-ის ცნობით, 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ნაცნობ ქალს -1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან - 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაჭრილი კაცი გადაყვანილია კლინიკაში. 

შსს ასევე აცხადებს, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისის თვეში ქალაქ თელავში სასურსათო მაღაზიები გაქურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.


close დახურვა