logo
ENG



კაცს, რომელმაც გორში ძაღლი დაჭრა, 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

15 იან 202416:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/15/v23vesbrc8487oy.jpg

კაცს, რომელმაც გორში ძაღლი დაჭრა, 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ რეხაში მოხდა. ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს.

დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.


close დახურვა