logo
ENG



კაცს, რომელმაც პოლიციელი ყელის არეში დაჭრა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

07 ოქტ 202520:36
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/07/glzxldyex8z9akh.png

მალხაზ გიგუაშვილს, რომელმაც 5 ოქტომბერს პოლიციელი ყელის არეში დანით დაჭრა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) მიმდინარეობს.

მას თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა