logo
ENG



კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი შვილის თანდასწრებით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

13 აგვ 202221:49
3 წუთის საკითხავი
 
კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი შვილის თანდასწრებით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ი..-ს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ბრალდებულმა, ოზურგეთში, სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც შერიგებისა და თანაცხოვრების ერთად გაგრძელების თაობაზე მოუხდა კამათი, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ბრალდებული დაზარალებულს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, მჭრელი, ბასრი საგნით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და სხვა დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის და სისტემატური შეურაცხყოფისთვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018, 2020 და 2021 წლების განაჩენებით იყო მსჯავრდადებული. სამივე საქმეზე პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, საქმეები არსებითი განხილვით დასრულდა და აღნიშნულ საქმეებზე, ბრალდებულს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, დაზარალებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისთვის 2018 და 2021 წლებში მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები.

ი..-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „“, „“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გარდაცვლილის მცირეწლოვან შვილთან, საგამოძიებო ორგანოების ჩართულობით მუშაობენ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.


close დახურვა