logo
ENG



კაჭარავა ოცნების საარჩევნო სიაში შესვლაზე: ალალად გეტყვით, ჩემი ინიციატივა იყო

11 სექ 202000:59
3 წუთის საკითხავი
clock 2815
კაჭარავა ოცნების საარჩევნო სიაში შესვლაზე: ალალად გეტყვით, ჩემი ინიციატივა იყო

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი დავით კაჭარავა აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლა და პარლამენტის დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლა მისი ინიციატივა იყო.

კაჭარავა ქართულ ოცნებას საარჩევნო სიაში მე-16 ნომრად დასახელებისთვის მადლობას უხდის.

"ალალად გეტყვით, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. ჩემგან წამოვიდა ეს სურვილი, გავაცანი ჩემი სურვილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, შემდეგ იყო განხილვა, კონსულტაციები და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე გავხდებოდი ამ გუნდის წევრი. ამის გამო, მათ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა", - განაცხადა კაჭარავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეცდება, განათლების სისტემაში მეტი სპორტი შეიტანოს.

"მოვიარე უამრავი ქვეყანა, ვნახე მოწინავე ქვეყნების სპორტული განვითარება და ვფიქრობ, რომ პარლამენტიდან ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მეტი პროექტების შესრულებას შევძლებ. ვეცდები, რომ უფრო მეტი სპორტის შევიტანო განათლების სისტემაში", - განაცხადა დავით კაჭარავამ "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ დღეს, 10 სექტემბერს, საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიაში ორი სპორტსმენი - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა მოხვდნენ


close დახურვა