„ე.წ. გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური,“ - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაზე აკეთებს. მისი განცხადებით, როდესაც იყო ელჩებთან შეხვედრა თვითონ დიპლომატიურმა კორპუსმაც დაინახა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე გერმანულ მოდელზე გადასვლა. კახა კალაძე ოპოზიციასთან მორიგ შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში აანონსებს, თუ ისინი ისეთ მოდელს შეიმუშავებენ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოითხოვს.
„ე.წ. გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური. როდესაც იყო ელჩებთან შეხვედრა თვითონ დიპლომატიურმა კორპუსმაც დაინახა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე გერმანულ მოდელზე გადასვლა. სხვა არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში თუ რაიმე ცვლილებები არის შესაძლებელი და აქვთ ამაზე მოთხოვნები, შესაძლებელია მოხდეს შეკრება და ამაზე საუბარი. თემა დახურულია იმ თვალსაზრისით, რომ კონსტიტუციური ცვლილების გარეშე შეუძლებელია გერმანულ მოდელზე გადასვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.