logo
ENG



კახა კალაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა - საუბარი წინასაარჩევნო გარემოსაც შეეხო

27 აგვ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/27/h8o66smlccf8t9l.jpg
თბილისის მერიის პრესსამსახური

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. 

მათივე ინფორმაციით, კალაძემ და დეგნანმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოსა და მოახლოებული არჩევნების შესახებ.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან, მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის", - ნათქვამია მერიის გავრცელებულ რელიზში.


close დახურვა