დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც მერმა აღნიშნა, კახაბერ გულედანი რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა და გამოცდილი კადრია.
"კახაბერ გულედანი რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. შემდეგ კერძო სექტორში გადავიდა. იქამდე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს მეტროლოგიის ცენტრში და ა.შ. მას აქვს ზოგადად მართვის კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას ის ღირსეულად გაართმევს თავს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.