logo
ENG



კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფცია საზოგადოებას გააცნო

31 ოქტ 201908:22
3 წუთის საკითხავი
 
a29jfy1uwcf87ke.png

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფცია გააცნო. პროექტის „ქარავანი ორბელიანზე" მიხედვით, განახლებული მოედანი სავაჭრო, გასართობ და შემეცნებით სივრცედ ჩამოყალიბდება, სადაც თავს მოიყრის ინოვაციები, ტექნოლოგიური მიღწევები და გამოგონებები.  ასევე, მოეწყობა ღვინის შოურუმები და გაიყიდება სტარტაპების პროდუქცია. 

"ორბელიანის მოედანი რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ და გამოვიდა ულამაზესი. ტურისტულადაც საინტერესოა და დღეს გვინდა წარვუდგინოთ მოსახლეობას კონცეფცია, თუ რა იქნება აქ და როგორ იქნება დატვრთული ორბელიანის მოედანი,"-განმარტავს კალაძე.


close დახურვა