კახა კოჟორიძე სარჩელის დეტალების დაზუსტების მიზნით პროკურატურაში დაიბარეს. საუბარია „ლელოს“ მიერ, პროკურატურაში შეტანილ სარჩელზე, რომლითაც მოძრაობა გვარამიას სასამართლო პროცესს უკავშირდება.
კერძოდ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმე წინასწარ შეთანხმებით აიცილა და ამ პროცესში გიორგი გახარია და ვანო ზარდიაშვილიც მონაწილეობდნენ.
კოჟორიძე აცხადებს, რომ მედიაში ინფორმაციის გავრცელება, საქმის აღძვრის საფუძველია.
„ჩვენ შევიტანეთ განცხადება და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გასულ სიუჟეტში ამ ინფორმაციაზე იყო საუბარი არა ვარაუდის კუთხით, არამედ როგორც მომხდარ ფაქტზე. პროკურატურა ვალდებულია, რომ დაიწყოს გამოძიება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია არა პროკურატურის უფლებაზე, არამედ კანონით პირდაპირ გაწერილ ვალდებულებაზე. ამიტომ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას,“ - აცხადებს კახა კოჟორიძე.