პარლამენტის წევრმა კახაბერ ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პოლიტიკური პარტია შექმნეს. ინფორმაციას ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტია უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად.
"პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.