
საარჩევნო ბლოკმა ძალა ერთობაშიამ ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ხუთივე კანდიდატი რეგიონებში იყრის კენჭს.
-
ნატო ჩხეიძე – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;
-
კახა ოქრიაშვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
-
ცეზარ ჩოჩელი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
-
მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
-
დილარ ხაბულიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა მესტიის მუნიციპალიტეტები;
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარალამენტო ბლოკი შექმნა. ბლოკში 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის. ბლოკი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე "ძალა ერთობაშიას" სახელით იბრძოლებს.