![კახეთის გზატკეცილზე მანქანა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაეჯახა](/uploads/news/შსს პოლიცია.jpg)
კახეთის გზატკეცილზე მანქანა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაეჯახა. დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.