logo
ENG



კახეთის პოლიციის უფროსი: მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს

21 იან 202314:55
3 წუთის საკითხავი
 

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კალანდაძე ამბობს, რომ საგარეჯოში სროლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მისივე თქმით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს და მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები უკვე აქვთ.

"ყველა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ვინც გამოვკითხეთ, გარკვეულწილად ყველამ გამოძიებასთან ითანამშრომლა., ყველაფერი, რაც იყო საბრძოლო მასალა და იარაღი ამოღებულია და დანიშნულია ექსპერტიზა", - აღნიშნა კალანდაძემ.

20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი. დაჭრილია 5 ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ნოდარ ათუაშვილია. 

დაჭრილებიდან ერთი გუშინ კლინიკიდან უკვე გაწერეს, დანარჩენი ოთხი კი მკურნალობას გარძელებს. კრიტიკულ მდგომარეობაში 24 წლის კაცი. 


close დახურვა