logo
ENG



კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

15 ივლ 202016:54
3 წუთის საკითხავი
 
edw38gqwrve9w3u.jpeg

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „ფორმულას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 1 004 პირი. აქედან 873 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა