logo
ENG



კახეთში 14 წლის გელა ჯიბღაშვილს ეძებენ

03 აგვ 202110:31
3 წუთის საკითხავი
clock 963

მეორე დღეა ლაგოდეხში 14 წლის მოზარდს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, გელა ჯიბღაშვილი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე პოლიცია. 

"არ ვიცით სად არის, უკომფლიქტო და უპრობლემო ბავშვია, ოჯახის წევრებთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ასე არასოდეს მოქცეულა", - ამბობს მოზარდის დეიდა, ნინა დროვიანიკი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა