logo
ENG



კახეთში 25 წლამდე კაცი მოკლეს

19 ნოე 202210:29
3 წუთის საკითხავი
 

არსებული ინფორმაციით, კახეთში 25 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტში მოხდა. 

წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა ახალგაზრდა კაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობები მიაყენა. მძიმე დაზიანებები აქვს თავად ბრალდებულსაც - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბრალდებული დაკავებულია - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა