კახეთში, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.