logo
ENG



კახეთში დააკავეს 21 წლის კაცი, რომელმაც თანასოფლელი დანით მოკლა

14 აგვ 202511:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/14/32z52epql01nt1d.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა რომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა