logo
ENG



კახიანი: ოპოზიციის უფლებაა, აბსურდული მოთხოვნები დააყენონ, სერიოზულად არც ვუყურებთ

08 ნოე 202017:47
3 წუთის საკითხავი
 
t2mrr23grxad33w.jpg

ქართული ოცნების წევრი გიორგი კახიანი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებულ მოთხოვნებს "აბსურდულს" უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ამას სერიოზულად არ უყურებს:

"მათი უფლებაა, რომ კანონის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ისინი თავადვე გააცნობიერებენ თავიანთი პოზიციების აბსურდულობას, ძალიან მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან და იმედი მაქვს დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარალამენტო ცხოვრებას", - განაცხადა კახიანმა.

ოპოზიციას, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს, ხელისუფლების მიმართ 3 მოთხოვნა აქვს - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება და საპატიმროებიდან ყველა პოლიტპატიმრის გამოშვება. ამ მოთხოვნების შესასრულებლად ოპოზიციამ ხელისუფლებას დრო საღამოს 20:00 საათამდე მისცა. პარალელურ რეჟიმში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.


close დახურვა