logo
ENG



კახიშვილი: თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ რაღაც შეღავათზე, დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას

29 დეკ 202013:57
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/29/8nputfmxc2yy6iq.png

ქართული ოცნების დეპუტატი კახი კახიშვილი ამბობს, რომ თუ ბანკები არ იფიქრებენ შეღავათზე ბიზნესისთვის, ისინი "დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას"  მისივე თქმით, ვინაიდან ფორსმაჟორულ სიტუაციაშია ბიზნესი, ეს ფორსმაჟორი ბანკებსაც უნდა შეეხოს. ამაზე მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა, სადაც ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობენ. 

კახა კახიშვილმა ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს მიმართა, რომ ამ ვითარებაში, შემოსავლის გარეშე დარჩენილ ბიზნესს ბანკები ვერ ეხმარებიან.

"ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, გამოდის, რომ ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ?

თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ ჯობია, დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული და გააკონტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში მერე ვეღარ აღდგეს", - განაცხადა კახიშვილმა.

ამაზე ფინანსთა მინისტრა ვანო მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ეპიდემიის პირველი და მეორე ტალღის პერიოდში ბანკებმა სოლიდარობის მაღალი ხარისხი გამოიჩინეს. 

"მე მგონი, რაც მე გამოცდილება მქონია, ამ ნაწილში საბანკო სისტემას საყვედური არ ეთქმის. გააზრებული აქვთ. შეიძლება არ გამოეკიდონ მოგებას, მაგრამ ფინანსური სისტემის მდგრადობა და კლიენტების გრძელვადიანი გამართულობა მათთვის მნიშვნელოვანია", - თქვა მინისტრმა. 


close დახურვა