logo
ENG



კახიძე: ოპოზიციიდან მე-2 ტურში ვაშაძე გავიდა, თუ ბრძოლას გააგრძელებს, მხარს დავუჭერ

01 ნოე 202013:09
3 წუთის საკითხავი
 
კახიძე: ოპოზიციიდან მე-2 ტურში ვაშაძე გავიდა, თუ ბრძოლას გააგრძელებს, მხარს დავუჭერ

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციიდან მეორე ტურში გავიდა გრიგოლ ვაშაძე. 

როგორც კახიძე Facebook-ზე წერს, თუ ვაშაძე ბრძოლას გააგრძელებს, ის მას მხარს დაუჭერს. 

"ისევ მოსყიდვა, დაშინება, კრიმინალების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არ არის თავისუფალი არჩევნები და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.

ქუთაისში მადლობას ვუხდი ათასობით მოქალაქეს, ვინც ამ მძიმე ფონზე მაინც მოვიდა და მხარი დამიჭირა. ოფიციალური მონაცემებით, ოპოზიციიდან მეორე ტურში გავიდა გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარდაჭერას გამოვუცხადებ, თუ განაგრძობს ბრძოლას", - წერს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ცენტრალ საარჩენო კომისიას უბნების 91.81% აქვს დათვლილი. ცესკოს ცნობით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,13% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 26,84%, ხოლო ევროპულმა საქართველომ - 3,79%.  


close დახურვა