logo
ENG



ბოკერია: არ მგონია, რომ მიშელი სრულფასოვნად აღიქვამს, თუ რამდენად მძიმეა ვითარება

19 ივლ 202118:48
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: არ მგონია, რომ მიშელი სრულფასოვნად აღიქვამს, თუ რამდენად მძიმეა ვითარება

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქვეყანაში არსებულ სარისკო ვითარებას სრულფასოვნად ვერ აღიქვამს. 

"არ მგონია, რომ სრულფასოვნად აღიქვამს პრეზიდენტი მიშელი, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მის გამოსვლაში ზედიპლომატიურ ენაზე, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, როგორც იმ უმძიმეს ამბებზე, რაც მოხდა ამ ბოლო კვირაში, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას, აქტივისტებზე თავდასხმას, უმცირესობის უფლებებს, ყველაფერი თქვა, ისიც თქვა, ნუ მიიჩნევთ ამას მეორეხარისხოვან პრობლემად და რომ სასამართლოს საკითხი საკვანძო იქნება ტექნიკური დახმარებისთვის, რაც პოლიტიკური საკითხია და მართლაც მძიმე ამბავია, რომ საქართველო იხილება.

დაგვაკლდა დრამატულობის აღქმა ვითარების, რამდენად სარისკო ვითარება არის საქართველოში. ნორმალურობის განცდა საერთო ჯამში, ეს არის მოტყუება თავის, ყველა ჩვენი მოკავშირისთვის და მე ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, მისი განცხადებებით, ხელს უწყობს ძალით თუ უნებურად", - განაცხადა ბოკერიამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი

საქართველოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ეწვივნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა შეთანხმების მთავარი ნაწილი და EU-ს დახმარების წინაპირობაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ყურადღება უმცირესობების უფლებებზეც გაამახვილა და თქვა, რომ "უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არაა, უმნიშვნელოვანესია". 

 

 


close დახურვა