logo
ENG



კახიძე:ხმას მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება

16 ივნ 202011:38
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კომიტეტებში მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ოპოზიციური პარტიები განხილვებში მონაწილეობის მიღებას კვლავ არ აპირებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - შესრულდეს 8 მარტის ხელშეკრულების ორივე პუნქტი.

„საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, რადგან გიორგი რურუა დღემდე რჩება საპატიმრო დაწესებულებაში. ეს 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. მხარს ვერ დავუჭერთ ამ ცვლილებებს სანამ არ შესრულდება 8 მარტის ყველა პირობა“, - განაცხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთარ კახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ 8 მარტის შეთანხმება მთლიანად არ იქნება შესრულებული, ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„თუკი რაიმეზეა ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება ეს არის პროპორციული სისტემა და მასთან მიახლოებული 120/30 სისტემა. ამიტომ განხილვაში მონაწილეობას ჩვენ ისედაც არ ვგეგმავდით 8 მარტის შეთანხმება რომც შესრულებულიყო და პატიმრები გაეთავისუფლებინათ. რაც შეეხება მთლიანად პროცესს ჩვენ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას და ხმას მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ 8 მარტის შეთანხმება შესრულდება მთლიანად“, - განაცხდა ოთარ კახიძემ.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავება პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა. 


close დახურვა