logo
ENG



კახიძე თადუმაძეზე:ივანიშვილმა მიგვაჩვია არაკომპეტენტური კადრები

17 დეკ 201907:56
3 წუთის საკითხავი
 
h6ja5tr8b8n7l1d.jpg

ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარე გახდა. ყოფილი გენერალური პროკურორი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა პლენარულ სხდომაზე ერთხმად აირჩიეს. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ კი მოსამართლე ნინო ქადაგიძე დაინიშნა. სამოქალაქო საქმეთა პალატას გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე და ვლადიმერ კაკაბაძე დაემატნენ.

პალატის შემადგენლობაში „ქართული ოცნების" მიერ არჩეული უზენაესი სასამართლოს სხვა მოსაამართლეებიც მოხვდნენ. მათ შორის გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი და ლალი ფაფიაშვილი.  მოსამართლეებად მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე გამწესდნენ. ამიერიდან უზენაეს სასამართლოში შემოსული ახალი საქმეები ამ ადამიანებზე განაწილდება და სწორედ მათ ხელში იქნება სხვადასხვა საქმისა თუ ადამიანის ბედი. 

როგორც „ფორმულას“  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ განუცხადა, თადუმაძე არაკომპეტენტურია და ის ივანიშვილის ერთგულების საფუძველზე იკავებს თანამდებობას.

„მაგ ადამიანმა თქვა, რომ მაკო გომურის დაზარალებულად ცნობის საფუძველს კანონი არ იძლეოდა. შემდეგ მაკო გომურს ერთ თვეში მისცეს დაზარალებულის სტატუსი, რაც თადუმაძს არაკომპეტენტურობის დამადასტურებელი სტატუსი იყო. ივანიშვილმა მიგვაჩვია არაკომპეტენტური კადრები, რომელიც ივანიშვილისადმი პირადი ერთგულების საფუძველზე ნიშნით იკავებენ თანამდებობას. დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოება ამას აღარ მოითმენს და ჩვენ შევცვლით ამ რეალობას“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. გადაგზავნილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორისაა შალვა თადუმაძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.


close დახურვა