logo
ENG



კახოვკა: უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

29 აგვ 202215:25
3 წუთის საკითხავი
 

"კახოვკას" ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლებმა Facebook გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცი ამბობს, რომ უკრაინელმა ჯარებმა 29 აგვისტოს "გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი და დარტყმას ახორციელებენ ყველაფრიდან, რაც კი შესაძლებელია, ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან, არტილერიიდან".

"კახოვკას" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია,  ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს.

Hromadske-ის გამოცემა იტყობინება, რომ ინფორმაცია 109-ე პოლკის გარღვევისა და გაყვანის შესახებ დადასტურდა მათი სამი წყაროს მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ნაწილში.

"სამხრეთის" სარდლობის პრესსამსახურის უფროსმა, ნატალია ჰუმენიუკმა ასევე განუცხადა Hromadske-ს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები დაიწყეს სამხრეთ უკრაინის ბევრ რაიონში.

"კახოვკას" ოპერატიულმა ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ HIMARS-ის მრავალჯერადმა სარაკეტო გამშვებმა გაანადგურა თითქმის ყველა დიდი ხიდი დნეპერზე რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში. საუბარია ანტონოვსკის სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებზე, ასევე ნოვოკახოვსკის.

"კახოვკა" ამტკიცებს, რომ დარჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, რუსეთის არმიას კი ყირიმის ტერიტორიიდან იარაღისა და პერსონალის მიწოდება შეუწყდა.

"უკრაინისთვის ეს ბრწყინვალე შანსია დაიბრუნოს ტერიტორიები." - ნათქვამია მათ განცხადებაში.


close დახურვა