logo
ENG



კახოვკას ჰეს-ის აფეთქების შემდეგ დაკარგულად, სულ მცირე, 7 ადამიანი მიიჩნევა - რუსეთი

07 ივნ 202311:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/3o0yym3onwuvqts.jpg
Alexey Konovalov/TASS/Handout via REUTERS

ნოვა კახოვკაში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ ქალაქის მერის ვლადიმირ ლეონტიევის ცნობით, ხერსონში რუსი ოკუპანტების მიერ ნოვა კახოვკას ჰეს-ის აფეთქების შედეგად დატბორვის შემდეგ დაკარგულად, სულ მცირე, 7 ადამიანი მიიჩნევა.

ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მოსკოვი აკონტროლებდა 6 ივნისს განადგურდა. შედეგად დაიტბორა ხერსონის ტერიტორია. უკრაინა და რუსეთი ჰეს-ზე თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხერსონის რეგიონში 80-მდე დასახლება და 42 000-მდე ადამიანია დატბორვის საფრთხის წინაშე.  

900 ადამიანზე მეტის ევაკუაცია მოხდა რუსეთის მიერ კონტროლირებული ნოვა კახოვკადან, რომლის მოსახლეობაც 45 000-ს აღწევს.

ხერსონის რეგიონის გუბერნატორის ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე 1582 სახლი დაიტბორა. მისი თქმით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინამ 1457 ადამიანის ევაკუაცია შეძლო.

მანამდე პროკუდინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონის და ქალაქი ხერსონის დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა. 

 

close დახურვა