logo
ENG



კეზერაშვილი: უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე, წილის ნახევარს კოლექტივს გადავცემ

18 აპრ 202313:46
3 წუთის საკითხავი
 
კეზერაშვილი: უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე, წილის ნახევარს კოლექტივს გადავცემ
ფოტო: ფორმულა/დროება

ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ფორმულასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია ფორმულას საკონტროლო პაკეტზე, 51%-ზე უარს ამბობს და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს. მისივე თქმით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს.

"მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია ფორმულას მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", - წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.

დავით კეზერაშვილის განცხადება სრულად. 


close დახურვა