logo
ENG



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - ალეკო ელისაშვილი დმანისს სტუმრობს

07 დეკ 201912:03
3 წუთის საკითხავი
 
njbn1lh453ehkci.jpg

კამპანიის „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის" ფარგლებში ალეკო ელისაშვილი ამჯერად დმანისს სტუმრობს.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ადგილზე დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ე.წ. შავი საქმეების მხილებას აპირებს.

დმანისში ჩასულ დაუპატიჟებელ სტუმრებს ოქრიაშვილი ბანერით დახვდა, რომელზეც წერია „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.

„დმანისი ნახევარზე მეტი სახლი ჩამონგრეული არის. ხალხისგან იცლება დმანისი, ხალხი ღატაკდება ოქრიაშვილი კი მდიდრდება. სულ არ მანაღვლებს და გულს არ მიჩუყებს ეს პლაკატები. არ მაინტერესებს, რა პოლიტიკური ინსტიქტები აქვს ოქრიაშვილს გამძაფრებული. შერეული სისტემა, სადაც მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი, უნდა დაიშალოს და დაინგრეს. აქვს ბიზნესის კეთების უნარი ოქრიაშვილს? ღმერთმა ხელის მოუმართოს ბიზნესში. პოლიტიკაში არ არის ასეთი ადამიანების ადგილი, რადგან პოლიტიკა მათთვის კიდევ ერთი საშუალებაა, უფრო გამდიდრდნენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


close დახურვა