logo
ENG



კეკელიძე: 22:00 საათზე შევაღოთ ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ

09 აპრ 202015:42
3 წუთის საკითხავი
 
mxs15y26caow3bq.jpg

„დღეს, 22:00 საათზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ“, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კეკელიძე აღნიშნავს, რომ 9 აპრილი გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.

„მეგობრებო და ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის“, - წერს გიორგი კეკელიძე. 


close დახურვა