ამერიკის ელჩმა კენი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანონ საკუთარი ძალები.
"რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება: უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიშია და სრულიად მიუღებელი“, - განაცხადა ელჩმა.