logo
ENG



კემულარია: ეს არის ივანიშვილის ხუშტური, რომ ოქრუაშვილი ჰყავდეს პატიმრობაში

24 დეკ 201909:47
3 წუთის საკითხავი
 

 საქალაქო სასამართლოში დღეს პარტია „გამარჯვებული სასამართლოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე ოქრუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების განხილვა და მოწმეების დაკითხვა მოხდება.

ოქრუაშვილის თანაპარტიელის კოტე კემულარიას თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. კოტე კემულარია თვლის, რომ ოქრუაშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარია. 

„ძირითადად მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. დაცვის მხარემ დააყენა საკითხი თუ რატომ იკითხებიან ისინი. არ ამბობენ უშუალოდ ან დაინახე ოქრუაშვილი ან თუ მონაწილეობდა. ვერც წინასწარმა გამოძიებამ, ვერც სასამართლო გამოძიებამ ბრალი ვერ გამოკვეთა. ეს არის გასაოცარი კაცი გყავდეს პატიმრობაში და მტკიცებულებები არ არსებობდეს. მთელმა მსოფლიომ დაინახა უკვე ეს ყველაფერი. ეს არ არის გამოძიება, ეს არის ივანიშვილის ხუშტური, რომ ოქრუაშვილი ყავდეს პატიმრობაში“, - განაცხადა კემულარიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20 -21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225- მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.


close დახურვა