logo
ENG



კემულარია: მზადდება რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი იქნება ცნობილი პოლიტპატიმრად

12 ნოე 201908:00
3 წუთის საკითხავი
 
12i4osqnsx6i2df.png

 

ევროპარლამენტარების მიერ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური მებრძოლი. ოტე კემულარიას განცხადებით, ევროდეპუტატები „გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერის მოსანახულებლად დეკემბერში ჩამოვლენ. 25 ნოემბერს კი ოფიციალური რეზოლუცია მომზადდება, რომელშიც თავდაცვის ყოფილს მინისტრს პოლიტპატიმრად აღიარებენ.

ევროსაბჭოსგან უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომ ისინი ჩამოვლენ აქ აუცილებლად, ეს მოხდება დეკემბერში და მოინახულებენ ირაკლი ოქრუაშვილს როგორც პოლიტპატიმარს, ხოლო 25-ში, უკვე ორ კვირაში. მზადდება რეზოლუცია, ოფიციალური რეზოლუცია ევროსაბჭოს ასამბლეაზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი იქნება ცნობილი პოლიტპატიმრად ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რომ ევროპელ კოლეგებს ასეთი რეაქცია აქვთ, მაგრამ ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ეს არის კიდევ ერთი სირცხვილი და კიდევ ერთი თავის მოჭრა საქართველოსთვის, რომ მას 21-ე საუკუნეში ჰყავს პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.


close დახურვა