ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს.
საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
"ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები, რომლებიც ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან ჩარტერული ფრენების მეშვეობით. კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს და არის რისკების შემცველი. საქართველოს მიმართულებით ავიარეისის თარიღთან დაკავშირებით, გთხოვთ იხელმძღვანელოთ მხოლოდ ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით", - ნათქვამია განცხადებაში.