logo
ENG



კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

20 სექ 202421:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/20/wx53h4j4eckmnb2.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვესქალს მრავლობით ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. პოლიციამ ბრალდებული ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალდება დღეს წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. პროკურატურის თანახმად, ჯაიანმა დანაშაულის ჩადენის დღეს გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა.

 

 

 

close დახურვა